ხალხური ლაზური სიმღერა

Saturday, August 25, 2012

1.პროექტის სახელწოდება:   ფოლკლორი-ჩვენი საგანძური
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: გავეცნოთ ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს.მოვიძიოთ ხალხში გაბნეული მარგალიტები და შემოვუნახოთ მომავალ თაობას.
3.პროექტის აქტუალობა:ზეპირსიტყვიერების უამრავ ნიმუშებს მოძიება ესჭაიროება. იმისათვის, რომ მომავალ თაობებს შემოვუნახოთ ჩვენი წარსული.
4.პროექტის მიზნები:მოსწავლეები ეჩვევიან დამოუკიდებელ მოქმედებებს.რეგიონში მცხოვრები მოხუცებისაგან იწერენ ინტერვიუებს.აქტიურად ჩაებმებიან შემოქმედებით კვლევებში.
5.მონაწილეთა ასაკი:13-დან 17 წლამდე.
6.ვადები/ხანგრძლივობა:2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის მაისამდე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები მოიძიებენ ხალხში გაბნეულ ლექსებს,ლეგენდებს.ისტორიულ ამბებს,გააკეთებენ შემოქმედებით პრეზენტაციებს,ფოტოალბომს,სტენდს.
8.პროექტისათვის საჩირო ძირითადი რესურსები:საკრებულოები.ადგილობრივი მოსახლეობა.ფოტო-ვიდეო ტექნიკა.ინტერნეტი.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):თავდაპირველად მოსწავლეები ჩართვებიან თემთან,ადგილობრივ მოსახლეობასთან,მოიკვლევენ ფოლკლორის მასალებს.პროექტის მეორე ეტაპზე გამართავენ დისკუსიებს.  გადაღებენ ფოტოებს, დაახარისხებენ მასალებს, იმუშავებენ ინტერნეტში.შექმნიან სტენდებს და ფოტოალბომებს.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები კავშირში იქნებიან ესგ-სთან. საგნებთან: ისტორიასთან. მოიძიებინ ისტორიულ ფაქტებს. ლეგენდებს. გეოგრაფიასთან.გაარკვევენ სად წარმოიშვა ესა თუ ის ფოლკლორის ნიმუში.
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ხატია თეთრაძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: jatia75@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: xatiatetradze.blogspot.com


No comments:

Post a Comment

პრეზენტეცია